logo_geo
eng_logo
გიორგი ჩითარიშვილი: სამმართველოში დასისხლიანებულები დაგვყარეს, ფოტოებს გვიღებდა მამისტოლა კაცი... თითქოს სიამოვნებას იღებდა
- +

8 სექტემბერი. 2016. 03:41



გიორგი ჩითარიშვილი  2009 წლის 15 ივნისის დარბევას იხსენებს:


 

„ვისაც „ჰეროკრატიის" ტელევიზორიდან ნახვა არ შეგიძლიათ, იპრანჭებით ვერ შევძლებთ ნახვასო, იმათ გასაგონად!

 

2009 წლის 15 ივნისი, დიღომი- თბილისის მთავარ სამმართველოსთან დარბევა, სადაც დაგვაკავეს მე და ჩემი თანამებრძოლები: მე, დაჩი ცაგურია, მიშა მესხი, მერაბ ჭიქაშვილი და გიორგი საბანაძე!

 

გიორგი გეგეჭკორი (მაშინდელი საპატრულოს უფროსი) დარბევის მომენტში: მწვანე მაისური რომ აცვია, სტუდენტური ფრთა, ჩითარიშვილი არ გაგექცეთ თორე დედებს მოგ.....ავთ ! ცაგურია სად არის?!

 

ეკა ზღულაძე (მაშინდელი შსს- მინისტრის მოადგილე) დარბევის მომენტში: დაჩი ცაგურია არ გაგექცეთ, ცაგურია!

 

მე და დაჩი ერთად ვიყავით დარბევის დროს. მე ბიჭებთან შედარებით ასაკით პატარა ვიყავი, 18 წლის და დაჩიმ გამამხნევა (რომელიც თვითონ ძალიან ნაცემი იყო): გიო, ყურები არ ჩამოყაროო.

 

განსაკუთრებით დიდი აგრესია (მე ასე მახსოვს) იყო დაჩი ცაგურიას მიმართ! შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ დაჩის ცემაში, ვინც თავს გამოიდებდა, მათთვის გმირობის ტოლფასი იყო.

მახსოვს, მიშა მესხი და მერაბ ჭიქაშვილი ძირს ეყარნენ და უმოწყალოდ სცემდნენ.

 

მახსოვს, ხელზე მეკეთა წითელი სამაჯური, წარწერით LIFE SANDRO"- სანდრო გირგვლიანის საპატივსაცემოდ. რა გიკეთია ხელზე, შე ახვარო, გამოშალე ხელიო. არ გამოვშალე. დამიჭირეს ხელი და მირტყამდნენ ხელკეტს იმ ხელზე დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. ბოლოს გაწყვიტეს და მომხსნეს.

 

მახსოვს, კაპეზეში, სოზარმა რომ გვინახულა (მაშინ სახალხო დამცველი იყო), როგორი ნაცემი ვიყავი. მაისურის გახდა მეზიზღებოდა ჩემს ჩალურჯებულ სხეულს რომ ვხედავდი. მუცელზე, წელზე, ნეკნების ადგილას გადატყავებული ვიყავი.

 

მახსოვს, პოლიციის სამმართველოს შენობაში რომ დაგვყარეს და დასისხლიანებულებს ფოტოებს გვიღებდა მამისტოლა კაცი და ვაკვირდებოდი, თითქოს სიამოვნებას იღებდა. სარკაზმით იძახოდა : ბიჭებო, მალე ნამდვილ „საკანს" იხილავთო. (საკნების აქციების პერიოდიდან გამომდინარე დაებადა ეს ფრიად ნიჭითაღსავსე იუმორი).

 

მოვარდა ერთი კაცი, მიმანიშნებს ერთ იქვე მდგარ ახალგაზრდა, არაფრისმეტყველი გამოხედვის მქონე სუბიექტზე, თქვენი დევნით კაცს ცოლი ვერ მოუყვანია, თქვე ასეთებო და ისეთებო (იგინება), ცოლის მოსაყვანად ვერ მოიცალა თქვენი დევნითო. აი, იქ მე „ვითავხედე" და ისეთი რაღაც ვუთხარი იმ „ცოლის მომყვანის" თემაზე, რომ გულზე მოხვდა და დამიმატეს თავ-პირში ცემა. უკაცრავად და კაცს ცოლის მოყვანის ...- არ ჰქონდეს, ჩვენ რა შუაში ვიყავით.

 

მაგრამ ყველაზე საინტერესო იცით რა იყო? შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ იმ ადამიანებს სიამოვნებდათ ის, რასაც აკეთებდნენ. მესმის, რომ ბრძანება იყო: სასტიკად გაგვსწორებოდნენ, მაგრამ მათ სახეზე ბედნიერებას ვხედავდი, სიამოვნებით აკეთებდნენ ამას! არავითარი სისტემის მსხვერპლები! ისინი იყვნენ უკაცრავად და, მიშას უკანალიდან გამომძვრალი სადისტები!"- იხსენებს ჩითარიშვილი. 


 

 

 

right_banner
არქივი
right_banner