logo_geo
eng_logo
მალხაზ თოფურია ნაციონალებს: მზად ვარ, თუ ფული დაჭირდათ, ნებით გავიღო ფილტვი თუ თირკმელი...
- +

9 სექტემბერი. 2016. 00:54



მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში წერს:

 

 

„გამოვკოჰაბიტებული.....

 

მე კოჰაბიტაციას შეგუებული, მზად ვარ ვჭამო ერთი ჯამიდან, წუნკლარ ნუგზარასთან ერთად! ვიბანაო ირმა ნადირაშვილთან ერთად ვანაში! ვისარგებლო ოჩიაურის სავარცხლით და კობა ხაბაზთან გავიზიარო ერთი კბილის ჯაგრისი, დავაკმაყოფილო სექსუალურად, ასაკოვანი, მაგრამ მუდამ ენერგიული კორპუსის, ნაც კორდინატორები (წონისა და გავის არაადეკვატური დიამეტრის მიუხედავად) უდიერად აღარ მოვიხსენიო, არც ერთი ნაციონალი, პატივი ვცე მათ აზრებსა და დორბლების ფრქვევას, აღტაცება გამოვხატო მათ დემაგოგიაზე, თუ ფული დაჭირდათ ნებით გავიღო ფილტვი იქნება თუ თირკმელი, დავივიწყო, ან დადებითად გავიხსენო 26 მაისი და 7 ნოემბერი, დაჯარიმებები და რეზინის ხელკეტები, სამსახურიდან გამოგდებები, და არსებობის უფლების ჩამორთმევა..."




 

right_banner
არქივი
right_banner