logo_geo
eng_logo
Google-ის კულტურულ რუკაზე პირველი ქართული მუზეუმი და ქართული შედევრები გამოჩნდა
- +

9 სექტემბერი. 2016. 13:00



საქართველოს თეატრის,მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი პირველი ქართული მუზეუმია, რომელიც Google-ის კულტურულ რუკაზე გამოჩნდა.


ამასთან დაკავშირებით მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს.


„ხელოვნების მუზეუმი პირველი ქართული მუზეუმია, რომელიც Google-ის კულტურულ რუკაზე გამოჩნდა. პირველი საქართველოში და მეოთხე კავკასიაში აზერბაიჯანის სამი მუზეუმის შემდეგ, ეს პირველი და უპრეცედენტო მოვლენაა თანამედროვე ქართული კულტურის ისტორიაში, როცა ქართულმა სამუზეუმო ექსპონატებმა მსოფლიო მნიშვნელობის უდიდეს ვირტუალურ სივრცეში საქვეყნოდ განთქმული შედევრების გვერდით თავისი ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა!

 

დღეს ერთად, ერთ კედელზე შეგეძლიათ იხილოთ ბოტიჩელის, ლონდონის წმინდა პავლეს კათედრალის, ლინკოლნის მუზეუმის, პრაღის ნაციონალური თეატრის და პეტრე ოცხელის გამოფენები!" - წერს გიორგი კალანდია.


ხელოვნების მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია ამბობს, რომ ქართული ხელოვნების კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია აღნიშნულ ბმულზე შესვლა:


„მეგობრებო, ვისაც გაგიხარდათ ჩვენი მუზეუმის წარმატება! ვისაც გიხარიათ ქართული კულტურის მსოფლიო დონეზე პოპულარიზაცია- ეს ძალიან მნიშვნელოვანია! გთხოვთ, შედით ამ ბმულზე https://www.google.com/.../georgian-state-museum-of-theatre-m... და დაათვალიერეთ ქართული შედევრები! ეს გაზრდის ქართული ხელოვნების რეიტინგს! გთხოვთ, მეგობრებსაც გაუზიაროთ ინფორმაცია!" - წერს გიორგი კალანდია.




 

right_banner
არქივი
right_banner