logo_geo
eng_logo
ზაზა სიამაშვილი: ჩაიგდეთ ენა, შეუმდგარო და შურიანებო, მიხედეთ თქვენს არეულ-დაულაგებელ ოჯახებს და გონებას…
- +

9 სექტემბერი. 2016. 13:24



ლექტორი ზაზა სიამაშვილი ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აანონსებს, რომ მალე კალაძის მხრიდან გაკეთებულ საქმეებზეც დაწერს.



ძალიან მაგარი ბიჭი... უანგაროდ კეთილი და ყურადღებიანი... მე პირადად მახოვს მისი სიკეთე და ამას მალე დავწერ... ჩემმა უამრავმა მეგობარმა იცის, რასაც ვგულისხმობ, მაგრამ არ მინდა ჯერ ამის შესახებ საუბარი, რადგან ბევრს ეგონება, რომ საარჩევნო შეფერილობა აქვს... რა ბნელი და ვიგინდარა უნდა იყო, რომ კახის შესახებ ცუდი თქვა... უშეცდომო არავინაა, მაგრამ ამ კაცმა თავისით მიაღწია ყველაფერს... ულამაზესი ოჯახი, უმაგრესი ოჯახის მამა და თავდადებული მეგობარი... ჩაიგდეთ ენა, შეუმდგარო და შურიანებო, უმეგობრო და სხვის სიკეთესა ზედა მგლოვიარენო"... მიხედეთ თქვენს არეულ-დაულაგებელ ოჯახებს და გონებას..." - წერს ზაზა სიამაშვილი.

 



 

right_banner
არქივი
right_banner