logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: ზუსტად ვიცი, რომ თეთრიწყარო ირჩევს გოდერძი ჩანქსელიანს!
- +

18 სექტემბერი. 2016. 02:11



ჟურნალისტი ნინო ჟღარკავა „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის გოდერძი ჩანქსელიანის წინასაარჩევნო დაძაბული რეჟიმის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.



„მე არვიცი სხვა კანდიდატები როგორ იქცევიან,  მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ გრაფიკით არავინ მუშაობს, როგორც „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი გოდერძი ჩანქსელიანი.

 

რაც საარჩევნო კამპანია დაიწყო თითქმის ერთი თვეა ყოველდღიურად 6 შეხვედრა აქვს სხვადასხვა სოფლებში, შაბათ კვირის ჩათვლით, თეთრიწყაროსა და გარდაბნის რაიონის ისეთ სოფლებშიც კი სადაც საერთოდ დეპუტატი თვალით არ უნახავთ, ასეთი ენერგია საიდან აქვს ამ კაცს გაოგნებული ვარ, ადამიანი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით! რამდენიმეჯერ ვუთხარი ცოდო ხარ, შეამცირე შეხვედრები გადაანაწილე, ბევრი კანდიდატი შტაბს არ გაცილებია და მხოლოდ პროვოკატორობსთქოო, გაგიჟდა, როგორ იმ სოფელში სადაც 5 კაცი ცხოვრობს, როგორ არ უნდა ავიდე, იმათ უფრო ჭირდებათ გვერდით დგომაო. ხალხიც გრძნობს ამ სითბოს და ისეთი სიყვარულით ხვდებიან, თითქოს დიდი ხანია იცნობდნენ. როცა ადამიანური ენით ელაპარაკები ამომრჩევლს, როცა თვალებში შეხედვის არ გრცხვენია, ამას გრძნობს გლეხიც, მუშაც და ფერმერიც, მათი ნდობაც იმატებს და გამრჯვებაც გარანტირებულია! 

 

ზუსტად ვიცი, რომ თეთრიწყარო ირჩევს გოდერძი ჩანქსელიანს და არც არასდროს ინანებენ ასეთ დეპუტატს რომელიც ყველა ოჯახის ნამდვილი წევრი გახდება"- წერს ჯღარკავა. 


 

 

 

right_banner
არქივი
right_banner