logo_geo
eng_logo
ოთარ აბესაძე: წინასაარჩევნოდ ნუ გახდება ეხლა ყველა პოლიტიკოსი „ბობ მარლი“
- +

18 სექტემბერი. 2016. 19:44



პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი ოთარ აბესაძე სოციალურ ქსელში მარიხუანის ლეგალიზაციის შესახებ სტატუსს აქვეყნებს:

 

 

„წინასაარჩდვოდ ნუ გახდება ეხლა ყველა პოლიტიკოსი „ბობ მარლი".

 

მარიხუანას და მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებაზე სასჯელის გადახედვის და ძალიან შემსუბუქების ერთ-ერთი პირველი მომხრე ვარ, მაგრამ აღნიშნული კანონი უნდა შემუშავდეს პროფესიონალების მიერ და არა რომელიმე პარტიის ერთ ოთახში ხუთი კაცის მიერ.

 

ეს არის ის სფერო რომელიც აისახება აბსოლუტურად ყველაზე და საჭიროა პროფესიონალების მიერ შემუშავება და არა 4-5 პარტ. მუშაკის.

 

ნუ აპელირებთ წინასაარჩევნოდ ამ თემით. ხელისუფლება აპირებს ამის გაკეთებას და ჯობს გამოყოთ ყველამ სამუშაო ჯგუფი და დაიწყოს მუშაობა ყველა დაინტერესებულ ადამინთან და პროფესიონალებთან ერთად. მითუმეტეს, როდესაც ხელისუფლების პოზიციაც ეს არის", - წერს ოთარ აბესაძე სოციალურ ქსელში.



 

right_banner
არქივი
right_banner