logo_geo
eng_logo
ომარ ნიშნიანიძე: ის არ გაეგო ფეხქვეშ სააკაშვილს, რისთვისაც ამ მანიაკებმა არაერთხელ იძიეს შური მის გენიალურ ქმნილებებზე!
- +

18 სექტემბერი. 2016. 23:43



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე  დიდი ქართველი ხელოვანის, მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის გარდაცვალებას მთელს საქართველოს უსამძიმრებს.



„ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს დიდი ხელოვანის გარადაცვალების გამო. ის არ გაეგო ფეხქვეშ სააკაშვილს და მის ნაცბანდას, რისთვისაც ამ მანიაკებმა არაერთხელ იძიეს შური მის გენიალურ ქმნილებებზე.

 

ერთ-ერთი მათ შორის ქუთაისში გმირთა მემორიალის ვანდალური ნგრევა იყო, რომელმაც უმანკო დედა-შვილის სიცოცხლეც შეიწირა. თითქოს ქუთაისში არ მოიძებნებოდა სხვა ადგილი, თუნდაც მის გვერდით. მაგრამ ღვარძლიან მანიაკებს რა მოასვენებდათ დიდი ხელოვანის დიდებულ ძეგლზე ასე არაკაცურად რომ არ ეძიათ შური..."- წერს ნიშნიანიძე.



http://reportiori.ge/


 

right_banner
არქივი
right_banner