logo_geo
eng_logo
თამარ ჩერგოლეიშვილი: „სისხლით მორწყულ“ რუსთაველზე მინდოდა ვმდგარიყავი და ჯარისთვის მეყურებინა
- +

21 სექტემბერი. 2016. 03:39



უფლებადამცველი გიორგი ბერეჟიანის "ტაბულას" დირექტორს თამარ ჩერგოლეიშვილს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს:


"მე უფლებადამცველი ვარ მოწოდებით, თქვენ კი, ნაცების დამცველები ხართ. ხვალ რომ გავიგო, შენ და შენი ქმარი დაუპირისპირდით "ოცნებას", რომელიც აპირებს თქვენ 26 მაისი მოგიწყოთ, მოვალ და გვერდზე დაგიდგებით, კაცობაზე და ქრისტიანობაზე მაქვს პრეტენზია, ამიტომ არის ჩემი ადგილი ყოველთვის იქ, სადაც სახელმწიფო მონსტრს უიარაღო მოქალაქეები უპირისპირდებიან, იმიტომაც ვიყავი 26 მაისს რუსთაველზე და არა იმიტომ რომ ნინო მიყვარს, მე ყოველთვის სუსტის მხარეზე ვარ, თქვენ კი ძლიერის, მე უფლის უსაყვარლესი შვილი ვარ, თქვენ კი, სურენას მინეტები და სატანის შვილები ხართ!", - წერს ბერეჟიანი და აზიარებს "ტაბულას" დირექტორის თამარ ჩერგოლეიშვილის facebook-პოსტს:


"მხოლოდ ამიტომ წამოვხტი დღეს დილით 9 საათზე, ერთ საათის ჩაძინებული და გავემართე ცხოვრებაში პირველად აღლუმზე. არცერთზე არ ვყოფილვარ.

 

"სისხლით მორწყულ" რუსთაველზე მინდოდა ვმდგარიყავი და ჯარისთვის მეყურებინა", - წერდა ჩერგოლეიშვილი. სტატუსი, რომელიც მის გვერდზე დღეს გააზიარეს, ჩერგოლეიშვილი ამგვარად აფასებს:



"აუცილებლად გავიხსენებ და მეასედ რომ გათენდეს ეგეთი დილა, მეასედ წავალ და დავდგები საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღლუმზე, რომელიც პუტინის შნირმა ვერ ჩაშალა გრუს სპეცრაზმთან ერთად", - აღნიშნავს ჩერგოლეიშვილი.



 

right_banner
არქივი
right_banner