logo_geo
eng_logo
თემურ გვალია: ბურჭულაძე არა, ნათელაშვილი...
- +

21 სექტემბერი. 2016. 10:44


მსახიობი თემურ გვალია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, თითქოს იგი პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრია და სტატუსს აქვეყნებს:

 

„უკვე მერამდენე ადამიანი მეკითხება დღეს, თემო, პაატა ბურჭულაძის პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ხარო??? არა, ის სხვა თემურ გვალიაა, რომელსაც არ ვიცნობ... თან, თქვე დალოცვილებო, ჩემი არცერთი პოსტი არ გაქვთ წაკითხული??? ბურჭულაძე არა, ნათელაშვილი... სადღაც დაუწერიათ, ვერ მივაგენი... და არ შეიძლება, სურათიც რომ დაურთოთ ხოლმე მაჟორიტარობის კანდიდატების რეკლამებს? გამი...ს რა საქმე... მე კარგი თემურ გვალია ვარ და ის კი „ქიხი" თემურ გვალიაა, „ქიხი"!!! და საერთოდ, რა ჩემი საქმეა პოლიტიკა? არასოდეს ვყოფილვარ არცერთ პარტიაში და არც არასოდეს ვიქნები..." - წერს თემურ გვალია სოციალურ ქსელში.





 

right_banner
არქივი
right_banner