logo_geo
eng_logo
ვასილ მაღლაფერიძე სანდრა რულოვსზე: არ იწვევენ თუ თავად არიდებს თავს?!
- +

21 სექტემბერი. 2016. 11:07


პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს:



რადგან სანდრა რულოვსი პოლიტიკაში აწ უკვე ღიად შემოვიდა, ნაცმოძრაობის" ლიდერის პასუხიმგელობა იკისრა და ამ პარტიის ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის იბრძვის, შესაბამისად, მან უნდა უპასუხოს ძალიან ბევრ არსებითი ხასიათის შეკითხვას, რომელსაც ჟურნალისტები, წესით, ყოველი ფეხის ნაბიჯზე უნდა უსვამდნენ.

ჯერჯერობით, ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური პარტიის სიის პირველი ნომრის მიმართ ძალიან ცოტა კითხვები ისმება. მას ვერც შესაბამისი პროფილის გადაცემებში ვხედავთ, სადაც ჟურნალისტებს ერთი-ერთზე ექნებოდათ კითხვების დასმის საშუალება! საინტერესოა, არ იწვევენ თუ თავად არიდებს თავს?! ესეც არსებითი ხასიათის შეკითხვაა",- წერს მაღლაფერიძე „facebook"-გვერდზე.




 

right_banner
არქივი
right_banner