logo_geo
eng_logo
ბექა ნაცვლიშვილი: მადლობა სტუდენტებს რომ სამუდამოდ გააშიშვლეს თსუ- ს ჩამყაყებული სისტემა!
- +

17 მარტი. 2016. 21:31


საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე, ბექა ნაცვლიშვილი თსუ-ს სტუდენტებს და „აუდიტორია 115"-ის სტუდენტებს მიმართავს:

 

„მადლობა სტუდენტებს რომ უკვე სამუდამოდ გააშიშვლეს თსუ- ჩამყაყებული სისტემა.

მიუხედავად რიგი მოსაზრებებისა, რომ თითქოს ავტონომია ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაერიოს უნივერსტეტის საქმიანობაში, თვითონ სტუდენტებს უფრო უკეთესად ესმით თუ რას ნიშნავს მათი მოთხოვნა "ავტონომია". თუ მოსამართლე იღებს უსამართლო გადაწყვეტილებას, ესიგი სისტემა შესაცვლელია, რადგან ამ ემთხვევაში გამოდის, რომ სასამართლო არ ემსახურება მთავარ იდეას - სამართალს. ასეა უნივერსტეტიც. თუ სისტემა ჩამყაყებულია და ვერ ართმევს თავს მი უპირველეს დანიშნულებას შექმნას ცოდნა, ესეიგი ეს სიტემა უნდა შეიცვალოს. და სწორედ სახელმწიფო უნდა იყოს ამ პროცესების მამოძრავებელი.

 

სტუდენტური თვითმართელობის სიტემა იყო ავტორიტარული რეჟიმების წარმონაქმნი უნივერსტეტში. ზუსტად ასე იყო წინა, იმის წინა და საერთოდ საბჭოთა სისტემის დრო. დღევანდელი მმართველობის პირობებში მან თავისის ფუნქცია დაკარგა. საჭირო ახალი ფორმა სტუდენტების თნამონაწილეობისა უნივერსტეტის მმართველობის პროცესში. და ბოლოს მტავარი პასუხისმგებლობა ეკისრება ლექტორსა და აკადემიურ საბჭოს. მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა.

ვივა აკადემია"


 

right_banner
არქივი
right_banner