logo_geo
eng_logo
შალვა ოგბაიძე: შერჩევითი სოლიდარობის და „პროტესტების“ დედა ვატირე...
- +

8 მაისი. 2016. 14:58


„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი შალვა ოგბაიძე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს მიმართავს:



ჩემო კარგო არასამთავრობოებო და ,,აღარსამთავრობოებო": პირველ რიგში ვიტყვი, რომ ვარ სოლიდარული თითოელი იმ ადამიანის მიმართ, რომელთათვისაც სულ ერთი არ არის ჩვენი დედაქალაქის მწვანე საფარი, ეკოლოგიური მდგომარეობა და სხვა პრობლემები. როგორ ფიქრობთ, რატომ არ გაქვთ მხარდაჭერა? IMHO(in my humble opinion), ანუ, ჩემი მოკრძალებული აზრით: იმიტომ, რომ თქვენ არ გამოგიხატავთ თქვენი დამოკიდებულება 2007 წელს, 2009 წლის 6 მაისს, 14 ივნისს, 2011 წლის 26 მაისს, არ გქონიათ ასეთი მკვეთრი რეაქცია პოლიტპატიმრების წამების გამო, 345 000 ადამიანის პრობაციონერად ქცევის გამო, ქონების წართმევის, ადამიანის წამების და მოკვდინების, დევნის, თვალთვალის, მოსმენის და სხვა უკეთურების მიმართ. ანუ, ადამიანები თვლიან, რომ თქვენ შერჩევით ,,აღშფოთ­შეშფოთდებით" ხოლმე. სხვა რა გითხრათ? ,,რით გაგახაროთ"?

 

 

ერთ რამეს ვისურვებ: სანამ ივანიშვილის კარებთან გააპროტესტებთ, იქნებ ჩემი (ანუ, ერთი რიგითი თბილისელის) პრობლემაზეც დავინახო თქვენი აღშფოთებ­შეშფოთება? ან იქნებ მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პოლიტპატიმრის ­ ბექა პეტრიაშვილის მიმართ გამოხატოთ სოლიდარობა? ან შაქრი ზურიაშვილის, ან ბესო დანელიას, ან ბესიკ ტაბატაძის, ან გოჩა წიკლაურის, ან გოგი ჯავახიშვილის, ან პაატა აბულაძის, ან არჩილ ბურჯანაძის, ან სხვა მრავალი ასეთი ადამიანების მიმართ? ხვდებით რაზეც არის საუბარი? ანუ, შერჩევითი სოლიდარობის და შერჩევითი ,,პროტესტების" დედა ვატირე" - წერს ოგბაიძე.


 

right_banner
არქივი
right_banner