logo_geo
eng_logo
„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ნათია თურნავასთან ერთად აზერბაიჯანს ესტუმრა
- +

19 სექტემბერი. 2019. 12:40

 

 

 

„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე 17-18 სექტემბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან და მის მოადგილეებთან ერთად აზერბაიჯანში იმყოფებოდა.

 

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა აზერბაიჯანის ეკონომიკის და ტრანსპორტის მინისტრებთან და „აზერბაიჯანის რკინიგზის“ გენერალურ დირექტორთან, სადაც მხარეებმა ქვეყნების სრულფასოვან ეკონომიკურ განვითარებისა და გლობალური მნიშვნელობის სატრანსპორტო-ენერგეტიკული პროექტების რეალიზაციაზე ისაუბრეს.

 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის ეფექტურობისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების მნიშვნელობას, ორი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის პოპულარიზებას საერთაშორისო დონეზე და ამ მხრივ, ერთობლივი ძალისხმევის გაგრძელებას.

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner