logo_geo
eng_logo
რომან კაკულია გვენეტაძეს აკრიტიკებს: ქართული კონტექსტი ყოველთვის მეორეხარისხოვანი იყო თქვენთვის
- +

20 ნოემბერი. 2019. 17:33

 

 

„სამი ფაქტორი მოქმედებს ეკონომიკაზე“, -  ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ ისაუბრა.

 

„სამი ფაქტორი მოქმედებს ეკონომიკაზე. ერთია საგარეო ფაქტორი, მეორე არის პოლიტიკური ფაქტორი და ძირითადად ახლა ეს არის ლარის კურსი. ეს პირველი ორი გრძელვადიანზე უფრო მოქმედებს, მაგრამ ლარი ბიზნესის განვითარებაზე და ასე შემდეგ, მოქმედებს უფრო მეტად.

 

მე გიცნობთ თქვენ როგორც პროფესიონალს თქვენი საქმის, მაგრამ მრჩება ასეთი შთაბეჭდილება, რომ სამწუხაროდ, თქვენი გადაწყვეტილებები იყო ამ „გაიდლაინების“ გასწვრივ ზუსტად და ყოველთვის არ ითვალისწინებდა საკმარისად იმ კონტექსტს, რომელშიც ეს გაიდლაინები უნდა გაითვალისწინონ.

 

მე დამრჩა სამწუხაროდ, ისეთი შთაბეჭდილება, რომ ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რომელიც თქვენ გაატარეთ, ყოველთვის იყო სწორი, შესაძლებელია, იმ ინსტიტუტების რეკომენდაციების შესაბამისად, რომლებიც ახლა დეტალებში ვერასდროს ჩამოვლენ და ამ გაიდლაინებს თქვენ მიჰყვებოდით, მაგრამ ქართული კონტექსტი ყოველთვის მეორეხარისხოვანი იყო. სამწუხაროდ, მე მინდა გითხრათ რომ ეს აისახა კიდეც ჩვენს ეკონომიკაზე. ამიტომ ეს გამოწვევა არის ძალიან სერიოზული და ერთხელ და სამუდამოდ ის ადამიანები, რომლებიც პოზიციებზე ვართ, მარტო ოპოზიცია კი არ საუბრობდეს ამ ნაკლოვანებებზე, არამედ ჩვენც უნდა ვისაუბროთ. მე რომ ვინმემ მკითხოთ, ჩემი კომიტეტის საქმიანობას როგორ გავართვი თავი, წარმატებულზე მეტად წარუმატებლობაზე შემიძლია ვისაუბრო“, - აცხადებს რომან კაკულია.

 

 

right_banner
არქივი
right_banner