logo_geo
eng_logo
ივანე მაჭავარიანი: 2019 წელი დასრულდა სამი მნიშვნელოვანი შედეგით...
- +

20 თებერვალი. 2020. 16:53

 

 

„2019 წელი დასრულდა სამი მნიშვნელოვანი შედეგით - დავხარჯეთ ყველაზე მეტი, გვქონდა ყველაზე დაბალი დეფიციტი ისტორიაში და მაღალი გადაჭარბება გადასახადების შესრულების ნაწილში“,  - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში,  „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას.

 

მისი განცხადებით, ეს ჯანსაღი  და ზრდაზე ორიენტირებული ფისკალური პოლიტიკის შედეგია.

 

„მესმის, რომ უამრავი პრობლემაა, უამრავია გასაუმჯობესებელი ჩვენს სისტემაშიც, მაგრამ ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის, მნიშვნელოვანი და საამაყოა ეს სამი შედეგი. ეს ნიშნავს იმას, რომ მივდივართ სწორი გზით და თუ ჩვენ გავაგრძელებთ პოლიტიკა, რომ ვალი არ გაგვექცა, მაგრამ არ შევანელეთ ინვესტირების ტემპი, ხოლო გადასახადების  მობილიზება გავაკეთეთ არა საგადასახადო  განაკვეთების ზრდისა და საგადასახადო ტვირთის გაზრდის, არამედ თანაბარი და კონკურენტული გარემოს შექმნის გზით, ეს არის  ყველაზე ჯანსაღი და ზრდაზე ორიენტირებული ფისკალური პოლიტიკა, რაც ჩვენი მიზანია“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner