logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი - საქართველო აზერბაიჯანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია
- +

27 თებერვალი. 2020. 23:39

 

 

“საქართველო აზერბაიჯანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია,- ამის შესახებ აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა მიქაელ ჯაბაროვმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ნათია თურნავასთან ბაქოში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

 

 

მიქაელ ჯაბაროვის თქმით, აზერბაიჯანული კომპანიები ძალიან აქტიურები არიან და მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებენ საქართველოს ეკონომიკაში.

 

 

 

„შეხვედრაზე განვიხილეთ არსებული პროექტების სტატუსი და ასევე თანამშრომლობის სამომავლო შესაძლებლობები არა მხოლოდ არსებული ეკონომიკური ბრუნვისა და ინვესტიციების ინტენსიფიკაციის თვალსაზრისით, არამედ ჩვენი ეროვნული ეკონომიკების შესაბამისობის უზრუნველყოფის კუთხით, რათა კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ ჩვენი ბაზრები როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო უცხოური ინვესტიციებისთვის“, - აღნიშნა მიქაელ ჯაბაროვმა.

 

 

 

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ის პროექტები, რომლებიც ხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ენერგეტიკა, ექსპორტი და ტრანზიტი, მათ შორის, საკონტეინერო და არასაკონტეინერო გადაზიდვები, საერთო სამომავლო საინვესტიციო პროექტები და ვაჭრობა.

 

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ნათია თურნავა ხვალ  სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრება და მონაწილეობას მიიღებს სესიაში „სამხრეთ გაზის კორიდორი: მიღწევები და გამოწვევები“.

 

 

right_banner
არქივი
right_banner