logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: ლარის კურსის ვარდნა გლობალური კრიზისის შედეგია
- +

18 მარტი. 2020. 00:11

 

 

ლარის კურსი თითოეული მოქალაქისთვის გამოწვევაა, მაგრამ ეს გლობალური კრიზისის შედეგია. ქართული ეკონომიკა დღეის მდგომარეობით საკმაოდ მდგრადია და ჩვენ საკმაოდ მდგრადად მივიღებთ ამ გლობალურ დარტყმას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

 

ეკონომიკის და ლარის კურსის მიმართულებითაც საკმაოდ კარგად მივდივართ ბოლო განსაკუთრებით 2-3 თვის განმავლობაში. თუმცა ჩვენ გვესმის, რომ თითოეული მოქალაქე, კომპანია, რომელიც ამ კურსის გამო ზიანდება, იმსახურებს და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას საჭიროებს. სწორედ ამიტომ იყო ის შემოთავაზება, რომელიც ჩვენ გავუკეთეთ პირველ რიგში მომსახურების სფეროს, ტურიზმს და კიდევ ბევრ სხვა სფეროს, რომელიც ტურისტულ ნაკადებთან იყო დაკავშირებული, რომ მათთვის მეტი ლიკვიდობა დაგვეტოვებინა და ჩვენ ამ ღონისძიებებს გავაგრძელებთ. სამუშაო ადგილები გამოწვევაა და სწორედ ამას ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ ჩვენ უნდა დავამარცხოთ ვირუსი, მაგრამ გამოვიყენოთ იმდენად დაბალანსებული და ეფექტური მიდგომები, რომ ჩვენი ეკონომიკა სწრაფად აღდგეს, მას შემდგომ, რაც ჩვენ წარმატებას მივაღწევთ“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner