logo_geo
eng_logo
ივანე მაჭავარიანი: ქვეყანა მიიღებს სოლიდურ დახმარებას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას მოხმარდება
- +

20 მარტი. 2020. 22:23

 

 

“ჩვენ აქტიური ურთიერთობა გვაქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. საუბარია მნიშვნელოვან დახმარებაზე, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

 

 

მისი თქმით, მიმდინარეობს ყოველდღიური, აქტიური მოლაპარაკებები და ქვეყანა მიიღებს სოლიდურ დახმარებას,  რომელიც ქვეყნის ეკონომიკას მოხმარდება და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება პოსტკრიზისულ პერიოდში.

 

 

„ჩვენ აქტიური ურთიერთობა გვაქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. საუბარია მნიშვნელოვან დახმარებაზე, რომელსაც არა მარტო საერთაშორისო სავალუტო ფონდი, არამედ სხვა დონორი ორგანიზაციები - მსოფლიო ბანკი, აზიის განცითარების ბანკი ერთობლივად წარადგენენ პაკეტს.

 

 

აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს ყოველდღიურად. მე დღეს ციფრს პირდაპირ ვერ დავასახელებ, თუმცა ეს საკმაოდ სოლიდური დახმარება იქნება,  რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას მოხმარდება და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება პოსტკრიზისულ პერიოდში“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner