logo_geo
eng_logo
მიხეილ დუნდუა: საქართველოში ყველა, ანუ სამივე დონის, სიღარიბე 2004-2011 წლებში გაიზარდა, 2012-2018 წლებში კი მკვეთრად, თითქმის 2 -ჯერ შემცირდა და ორი ახალი ისტორიული მინიმუმი დააფიქსირა
- +

29 მაისი. 2020. 18:11

 

 

 

„მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ ჩვენს საუკუნეში სიღარიბის გაუარესების ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი საქართველოში 2004-2011 წლები ყოფილა, ანუ 2011 წლის სიღარიბის დონე 2004 წლის მაჩვენებელზე უარესია, 2012-2018 წლებში კი სახეზე გვაქვს სიღარიბის დონის მკვეთრი შემცირება“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, მსოფლიო ბანკმა 2019 წლის სექტემბრიდან მოახდინა გლობალური სიღარიბის მაჩვენებლების რევიზია 1981-2015 წლებისთვის, ახალი, გაუმჯობესებული მეთოდოლოგიით და წელს გამოქვეყნდა სიღარიბის განახლებული მაჩვენებლები ცალკეული ქვეყნებისთვის 2018 წლის ჩათვლით, მათ შორის საქართველოსიც.

 

„შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ბანკმა 2019 წლის სექტემბრიდან მოახდინა გლობალური სიღარიბის მაჩვენებლების რევიზია 1981-2015 წლებისთვის, ახალი, გაუმჯობესებული მეთოდოლოგიით. წელს კი გამოქვეყნდა სიღარიბის განახლებული მაჩვენებლები ცალკეული ქვეყნებისთვის 2018 წლის ჩათვლით, მათ შორის საქართველოსიც.

 

მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ ჩვენს საუკუნეში სიღარიბის გაუარესების ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი საქართველოში 2004-2011 წლები ყოფილა, ანუ 2011 წლის სიღარიბის დონე 2004 წლის მაჩვენებელზე უარესია, 2012-2018 წლებში კი სახეზე გვაქვს სიღარიბის დონის მკვეთრი შემცირება.

 

ახალი მეთოდოლოგიით მსოფლიო ბანკი განიხილავს სიღარიბის სამ დონეს - როცა: 1. კეთილდღეობის მიღმა მყოფი პირების დღიური სამომხმარებლო ხარჯები ერთ სულზე 5.5$(PPP)-ზე დაბალია (მსყიდველუნარიანობის პარიტეტის გათვალისწინებით); 2. სამომხმარებლო ხარჯები ერთ სულზე დღეში 3.2 $(PPP)-ზე დაბალია. პირობითად შეგვიძლია ვუწოდოთ გამოხატული სიღარიბე; 3. უკიდურესი სიღარიბე, როცა სამომხმარებლო ხარჯები ერთ სულზე დღეში 1.9 $(PPP)-ზე დაბალია.

 

მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოში კეთილდღეობის მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი, რომელთა საშუალოდღიური სამომხმარებლო ხარჯი 5.5$(PPP)-ზე ნაკლებია, 2004 წლიდან 2011 წლამდე არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა 59.29%-იდან 59.48%-მდე. 2012 წელს, პოლიტიკური თვალსაზრისით გარდამავალ წელს, მაჩვენებელი მცირედით გაუმჯობესდა. გაუმჯობესებამ 2004 წელთან შედარებით 3.89 პროცენტული პუნქტი შეადგინა და მაჩვენებელი 55.4%-ს გაუთანაბრდა. მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2013 წლამდე საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა კეთილდღეობის მიღმა იყო და მათი წილი 55-60%-ის დიაპაზონში მერყეობდა. 2013 წელი იყო პირველი წელიწადი, როცა კეთილდღეობის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 50%-ზე ნაკლები გახდა, მომდევნო წლებში მაჩვენებელმა მკვეთრი გაუმჯობესება დაიწყო, სარკისებურად შეიცვალა და 2018 წელს 42.87%-ს გაუთანაბრდა, რაც ახალი ისტორიული მინიმუმია.

 

რაც შეეხება გამოხატული სიღარიბის დონეს, როცა დღიური სამომხმარებლო ხარჯი ერთ სულზე 3.2$(PPP)-ზე ნაკლებია, მსოფლიო ბანკის ექსპერტიზის მიხედვით, ეს ინდიკატორიც ასევე, გაუარესებული ყოფილა 2004 წლიდან 2011 წლამდე პერიოდში. 2004 წელს სიღარიბის ამ ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 28.17% იყო; 2011 წელს გაიზარდა და გახდა 28. 89%. 2012 წელს, მაჩვენებელი მცირედით გაუმჯობესდა. გაუმჯობესებამ 2004 წელთან შედარებით 2.39 პროცენტული პუნქტი შეადგინა და მაჩვენებელი 25.78%-ს გაუთანაბრდა. ინდიკატორმა მკვეთრი გაუმჯობესება 2013 წლიდან დაიწყო და 2018 წელს 15.75%-ს გაუთანაბრდა, ანუ 2012 წელთან შედარებით მაჩვენებელი ერთ-ნახევარჯერ და მეტად გაუმჯობესდა და ახალი ისტორიული მინიმუმი დააფიქსირა.

 

რაც შეეხება უკიდურესი სიღარიბის დონეს, როცა დღიური სამომხმარებლო ხარჯი ერთ სულზე 1.9$(PPP)-ზე ნაკლებია, მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ეს ინდიკატორიც ასევე გაუარესებული ყოფილა 2004 წლიდან 2011 წლამდე პერიოდში. 2004 წელს უკიდურესი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 10.14% იყო; 2011 წელს გაიზარდა და გახდა 11. 28%. 2012 წელს მაჩვენებელი მცირედით გაუმჯობესდა. გაუმჯობესებამ 2004 წელთან შედარებით 1.52 პროცენტული პუნქტი შეადგინა და მაჩვენებელი 8.62%-ს გაუტოლდა. ინდიკატორმა მკვეთრი გაუმჯობესება 2013 წლიდან დაიწყო, 2015 -2016 წლებში 4%-ზე დაბალიც კი იყო, 2018 წელს 4.54%-ს გაუთანაბრდა, რაც 2011-2012 წლის მაჩვენებელთან შედარებით საშუალოდ 2-ჯერ გაუმჯობესებულია (შემცირებულია)“, - წერს მიხეილ დუნდუა.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner