logo_geo
eng_logo
ივანე მაჭავარიანმა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან ონლაინ-შეხვედრა გამართა
- +

3 ივნისი. 2020. 11:05

 

 

გრძელდება აქტიური მოლაპარაკებები საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან.

 

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ ონლაინ შეხვედრა გამართეს მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან კოენ დევიდსთან.

 

მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყანაში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები, იმსჯელეს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ რეფორმებზე, რომელსაც მსოფლიო ბანკი აქტიურად უჭერს მხარს.

 

 

 

კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა COVID-19-ის პანდემიაზე რეაგირებისთვის მსოფლიო ბანკის მხრიდან უკვე გამოყოფილი და სამომავლოდ დაგეგმილი ფინანსური რესურსების მნიშვნელობას.

 

 

right_banner
არქივი
right_banner