logo_geo
eng_logo
გიორგი კაკაურიძე: ანტიკრიზისული ბიუჯეტი საზოგადოების წინაშე განხილულია უმაღლეს პოლიტიკურ დონზე და დღეს პარლამენტში ხდება მისი წარდგენა ტექნიკურ დონეზე
- +

16 ივნისი. 2020. 13:40

 

 

 

„ანტიკრიზისულ ბიუჯეტში გათვალისწინებული თითოეული ღონისძიება საზოგადოების წინაშე წარმოდგენილია ხელისუფლების ერთიანი გუნდის მიერ და დღეს ჩვენ სწორედ ტექნიკურად წარმოვადგენთ ანტიკრიზისულ გეგმას, რაც განიხილებოდა თვენახევრის განმავლობაში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დასმული კითხვის საპასუხოდ, რატომ არ აკეთებს ანტიკრიზისული ბიუჯეტის წარდგენას ფინანსთა მინისტრი.

 

როგორც მან აღნიშნა, 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტში დეტალურადაა გაწერილი როგორც განახლებული მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, ასევე, ის ხარჯები, რომელიც აუცილებელია ანტიკრიზისული გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების შემდგომი დაფინანსებისთვის.

 

„პოლიტიკური გადაწყვეტილებები ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებულია უმაღლეს დონეზე და უმაღლესი თანამდებობის პირების მიერაა წარმოდგენილი საზოგადოების წინაშე, მე დღეს იმიტომ ვარ პარლამენტში, რომ ეს ყველაფერი ტექნიკურად აისახოს ბიუჯეტში, წარმოვადგინო თქვენ წინაშე და ვიმსჯელოთ შენიშვნებზე, ასევე, მზად ვარ დამატებით გიპასუხოთ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებულ კითხვებზე“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.

 

right_banner
არქივი
right_banner