logo_geo
eng_logo
ექსპერტები: ქართულმა ეკონომიკამ უნდა ისწავლოს პანდემიასთან თანაცხოვრება
- +

12 სექტემბერი. 2020. 21:41

 

 

რა ელის ქართულ ეკონომიკას, თუ გართულებული ეპიდსიტუაციის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა შეზღუდვებს გაამკაცრებს, საწარმოებს გააჩერებს, დიდ და მცირე ბიზნესს კი კვლავ იძულებით მოუწევს გაჩერება? გადაიტანს თუ არა ქართული ეკონომიკა კიდევ რამდენიმეთვიან სტაგნაციას და დაემუქრება თუ არა ლარის კურსს მორიგი ინფლაცია?

 

ეკა ლეკაშვილი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი:

-იმ შემთვევაში, თუ ეპიდსიტუაციას გაუარესდა და მთავრობამ ქვეყანა კვლავ ჩაკეტა, გააჩერა მოქმედი ბიზნესი, საფრთხე დაემუქრა ექსპორტ-იმპორტს, ქართულ ეკონომიკას ძალიან გაუჭირდება, თუმცა არა მგონია ასე მოხდეს.

-რა გაძლევთ ოპტიმიზმის საფუძველს?

-ხელისუფლებამ ისწავლა კოვიდინფექციასთან თანაცხოვრება. პირველად, როდესაც არაფერი ვიცოდით კოვიდ 19-ზე, დაავადებათა მატება შოკი იყო როგორც მოსახლეობისთვის, ისე ხელისუფლებისთვის, რადგან ადამიანის ჯანმრთელობა უპირველესი ფასეულობაა. ახლა ხელისუფლება ხვდება, რომ თადარიგი უნდა დაიჭიროს და ნებისმიერ ფასად  შეინარჩუნოს ეკონომიკური პარამეტრები, რომელიც ისედაც განახევრებულია.

-პანდემიის პირობებში პრიორიტეტით რომელი სფეროები ისარგებლებს?

-ფორსმაჟორში, ყოველთვის, ყველა ქვეყანაში, პრიორიტეტული სურსათით უზრუნველყოფის უსაფრთხოება და მედიცინაა. ხისტი პოლიტიკური მიდგომები, ამ შემთვევაში, ხელისუფლებას არ გამოადგება. უნდა შეირჩეს ისეთი შედარებით უსაფრთხო დარგები, რომელთა ფუნქციონირება უსაფრთხო იქნება ამ გართულებულ ეპიდსიტუაციაშიც კი. ამასთანავე, ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს კვლევა, როგორ იმოქმედოს პანდემიის დროს, არ შეიძლება არათანაბარი მიდგომები გვქონდეს სხვადასხვა ბიზნესის მიმართ: ერთს მივცეთ ყველაფრის უფლება და მეორეს-არა.

-კვლევას საკმაო დრო სჭირდება, ქვეყანაც და მისი მთავრობაც ცაიტნოტშია, გვაქვს კი კვლევის ფუფუნება?

-კოვიდ 19 კიდევ კარგა ხანს, მინიმუმ 2 წელი იქნება ჩვენი რეალობა. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ დაგვიგროვდა გარკვეული ცოდნაცა და გამოცდილებაც, ასე რომ, კვლევაც მოესწრება და შედეგების გაანალიზებაც. რასაკვირველია, ერთი რომელიმე ეკონომისტი ან თუნდაც ეკონომისტთა ჯგუფი ამ გამოწვევას ვერ მოერევა, მაგრამ ხელისუფლებას აქვს რესურსიც და სახსრებიც იმისთვის, რომ ქვეყანა კრიზისიან გამოიყვანოს სწორი, გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკით და დარწუნებული ვარ, გამოუვალი ჩიხი, ამ რთული ეპიდსიტუაციის პირობებშიც კი, არ გვემუქრება.

კახა ჟღენტი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, კორპორაციული სამართლის სპეციალისტი:

-მსოფლიო პანდემიამ ქართული ეკონომიკის სუსტი მხარეები გააშიშვლა. იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა იმპორტზე და ტურიზმზეა  ჩამოკიდებული, არ არსებობს ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება, ჩვენს ეკონომიკას ძალიან გაუჭირდა.

ქართული ეკონომიკური პოლიტიკა უნდა გადაიხედოს?

-აუილებლად. დღევანდელ რეალობაში ადამიანის ჯანმრთელობა უპირველესია, თუმცა უკვე დღეიდან აქცენტი უნდა გაკეთდეს არა ტურიზმზე, რომელიც უახლოეს წლებში  უპერსპექტივო მეჩვენება, არამედ ინდუსტრიაზე და წარმოებაზე, მაღალ ტექნოლოგიებზე. როდესაც ექსპორტ-იმპორტის ბალანსი ნეგატიურია, ლარის კურსიც კბილით გვიჭირავს.

-როორ უნდა მოიქცეს ხელისუფლების ეკონომიკური გუნდი?

-რეზერვები მაქსიმალურად უნა გამოიყენოს ეკონომიკის სტიმულირებისათვის, მოიზიდოს უცხოური გრანტები და სხვა თანხები, გააძლიეროს სოფლის მეურნეობა. სხვა გზა დღეს, თუ გნებავთ ხვალ, ქართულ ეკონომიკას არ ექნება. ეკონომიკის სამინისტრო მუშაობას კრიზისის პირობებში სხვადასხვა გეგმაზე. პანდემიის პირობებში უჭირს მთელ მსოფლიოს, ჩვენ კი განსაკუთრებით, თუმცა გამოსავალი აუცილებლად მოინახება.

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner