logo_geo
eng_logo
მარკ მაკკორდი: საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რათა შესაძლებელი გახდეს ტურიზმის აღდგენა ისე, რომ დაცული იყოს ერთდროულად მოსახლეობისა და ტურისტების ჯანმრთელობა
- +

17 სექტემბერი. 2020. 15:24

 

 

„საქართველოს მთავრობამ შესანიშნავად გაართვა თავი მოცემულ რეალობას და ყველაფერი გააკეთა, რათა შესაძლებელი გახდეს ტურიზმის აღდგენა ისე, რომ დაცული იყოს ერთდროულად მოსახლეობისა და ტურისტების ჯანმრთელობა და ამ მიმართულებით ქვეყნის მთავრობა სამაგალითოა მსოფლიოს მასშტაბით“, - განაცხადა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა მარკ მაკკორდმა, რომელმაც თბილისში მიმდინარე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის ფარგლებში მიმდინარე ინვესტიციების თემისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

 

მარკ მაკკორდის შეფასებით, დღევანდელი ღონისძიება უკიდურესად მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.

 

„ჩვენ ვცდილობთ მოვერგოთ კორონა-პანდემიით გამოწვეულ რეალობას და ავაღორძინოთ ტურიზმი მთელ მსოფლიოში. რა თქმა უნდა, აქ, საქართველოში, ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია და ჩვენ მოუთმენლად ველით საერთაშორისო ტურისტების ქვეყანაში დაბრუნებას. USAID უსაფრთხოების პროგრამა და USAID საქართველო ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას მრავალი წელი უჭერს მხარს და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ. ჩვენ ვამაყობთ, რომ დღევანდელი ღონისძიების სპონსორები ვართ“, - აღნიშნა მან.

 

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელის თქმით, ამ ეტაპზე, ადგილობრივ ტურისტებს აქვთ შესაძლებლობა, ხელახლა აღმოაჩინონ საკუთარი ქვეყანა, თუმცა, ის დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო ტურისტები უახლოეს მომავალში დაბრუნდებიან საქართველოში.

 

„ჩვენი პროგრამა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მთელ მსოფლიოში საქართველო, როგორც ტურისტების დანიშნულების ადგილი, მუდამ ყურადღების ცენტრში იყოს. შესაბამისად, საზღვრების გახსნის შემდეგ ქვეყანას დიდი რაოდენობით საერთაშორისო ტურისტები დაუბრუნდებიან“, - განაცხადა მარკ მაკკორდმა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner