logo_geo
eng_logo
შალვა თადუმაძემ განმარტა, რატომ ფიგურირებს მის დიპლომში ჩაბარების თარიღად 1993 წელი, როცა უმაღლესი სასწავლებელი 1994 წელს დაარსდა
- +

9 ოქტომბერი. 2019. 12:12

 

 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შალვა თადუმაძე განმარტავს, როგორ ჩააბარა კონკრეტულ ინსტიტუტში 1993 წელს, როცა თავად უმაღლესი სასწავლებელი 1994 წელს დაარსდა.

 

შესაბამის საკითხზე თადუმაძეს შეკითხვა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დაუსვეს, სადაც მას, როგორც მოსამართლეობის კანდიდატს, უსმენენ.

 

„1994 წელს ჩავაბარე ინსტიტუტში, რომელიც დავამთავრე 1998-ში, თუმცა 1997 წელს მიღებული კანონის საფუძველზე, დიპლომის გამცემი ვალდებული იყო, ჩაეწერა სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობა და ვინაიდან ჩემი პროგრამა 5-წლიანი იყო და მე ექსტერნატის ფორმით ჩავაბარე გამოცდები, ინსტიტუტში სწავლის ხანგრძლივობად მიუთითეს 1993-98 წლები“, - განაცხადა თადუმაძემ.

 

რაც შეეხება სასწავლებლის იურიდიულ სახელწოდებას, რასთანაც, ასევე, არსებობს კითხვები, თადუმაძე ამბობს, რომ მისი სწავლის პერიოდში ინსტიტუტი იმ სახელწოდებით ოპერირებდა, რაც დიპლომშია მითითებული.

 

„ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი - ეს არის მითითებული. მე დავამთავრე ის 1998-ში. საგადასახადოში რა ერქვა, არ ვიცი, მაგრამ ბეჭდებზე და იმ დიპლომზე, რომელსაც თავისი სარეგისტრაციო ნომერი აქვს, ყველგან ესაა მითითებული. სარეგისტრაციო სახელი სხვაა და საწარმოო სახელი სხვა“, - განაცხადა თადუმაძემ.

 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებების პროცესის ფარგლებში პარლამენტში დღეს საქართველოს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე მივიდა.

 

შალვა თადუმაძე იმ კითხვებს პასუხობს, რაც მის დიპლომთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ და სახალხო დამცველის აპარატმა წამოჭრეს.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner