logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი „ევროპულ საქართველოზე“: მართლა ყოველგვარ ზღვარს სცდება
- +

4 ნოემბერი. 2019. 12:15

 

„ალბათ, მიზანშეწონილია, უმრავლესობაში ვიფიქროთ, დავაინიციროთ პროექტი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე „ევროპული საქართველოს“ რაციონალურობის შესწავლასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ამით ოხანაშვილი გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ მიერ პრეზიდენტის მიერ სკანდალური შეწყალებების საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას.

 

„მგონია, რომ ამასთან დაკავშირებით სერიოზულ კომენტარებს უნდა დავანებოთ თავი. ალბათ, მიზანშეწონილია, რომ უმრავლესობაში ვიფიქროთ, დავაინიციროთ პროექტი „ევროპული საქართველოს“ რაციონალურობის შესწავლასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე. მართლა ყოველგვარ ზღვარს სცდება და სერიოზულობით ჩვენ ვეღარ მოვეკიდებით. მგონია, რომ ეს ხალხი პარლამენტში არ გრძნობს თავს, უკვე გასცდნენ სერიოზულობის ფარგლებს და ერთადერთი, რითიც მანიპულირებენ, არის ის, რომ ისინი რაიმე ფორმით დღის წესრიგში იყვნენ. კანონშემოქმედებით საქმიანობაში, რაიმე რაციონალური იდეების შემოთავაზებაში არ არიან ჩართული. ერთადერთი, რაც მათ აფიქრებთ, ეს არის მათ ირგვლივ დღის წესრიგის შექმნა - მათ შესახებ კითხვები დაისვას, პასუხები გაეცეს და ამით აქტუალობა შეინარჩუნონ. ხვდებიან, რომ ნულს ქვემოთ რეიტინგი აქვთ“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner