logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი: ეს არის ქველმოქმედების და პატრიოტიზმის უპრეცედენტო მაგალითი
- +

4 ნოემბერი. 2019. 17:11

 

„წყალტუბო ყოველთვის იყო საქართველოს სავიზიტო ბარათი“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ისაუბრა.

 

„წყალტუბო ყოველთვის იყო საქართველოს სავიზიტო ბარათი. სამწუხაროდ, 30 წელზე მეტია,  ჩვენ ამ კურორტის გაცოცხლება ვერ შევძელით. ბევრი წლის განმავლობაში ვცდილობდით, კერძო ინვესტიციებით წყალტუბოს განვითარება მომხდარიყო და  კურორტს დაებრუნებინა თავისი სიდიადე, ის სახელი, რომელიც მას ჰქონდა, მაგრამ უშედეგოდ. სოციალური, კორპორატიული თუ, როგორც გსურთ, ისეთი პასუხისმგებლობა დავარქვათ ამას, მაგრამ ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო ამ კურორტის გაცოცხლება, რეგიონში ახალი შესაძლებლობების შექმნა. ეს არის დიდი ქველმოქმედების ნაწილი, მას კომერციული ინტერესი ნაკლებად აქვს. ჩვენ წლებია ბატონი ბიძინას მხრიდან  ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის და სხვადასხვა სექტორის განვითარების მხარდაჭერის მომსწრე ვართ. დაინტერესების შემთხვევაშიც  ბიძინა ივანიშვილი მზად არის გაწეულ დანახარჯებზე უფრო ნაკლებ ფასად დაუთმოს ობიექტები ყველა პოტენციურ ინვესტორს“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა წყალტუბოში მეწარმეებთან და ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე, სადაც ყურადღება გაამახვილა ბიძინა ივანიშვილის ახალი ინიციატივის მნიშვნელობაზე და სამინისტროს მიერ დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

 

right_banner
არქივი
right_banner