logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: 2007 წლის 7 ნოემბერს „ნაცმოძრაობა“ შეეცადა, ქართველი ხალხის იმედისთვის სული ამოეხადა
- +

7 ნოემბერი. 2019. 11:27

 

„2007 წლის 7 ნოემბერს „ნაცმოძრაობა“ შეეცადა, ქართველი ხალხის იმედისთვის "სული ამოეხადა“,- ასე იხსენებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს.

 

„ამ დღეს მათ საკუთარ მოსახლეობას, პირდაპირ ეთერში, აჩვენეს თავისი რეალური სახე. ფეხქვეშ გათელეს სიტყვისა და თავისუფლების გამოხატვის თავისუფლება, ღირსება და ადამიანი, როგორც მთავარი ღირებულება.

 

სწორედ ამიტომ 2012 წლის 1 ოქტომბერს საზოგადოებამ მათ საკადრისი პასუხი გასცა და ისინი ჩამოაცილა ქვეყნის მართვის სათავეებს. თუმცა, როგორც ჩანს, „ნაცმოძრაობა“ და მათი „მოძმეები" დღემდე ვერ ითავისებენ მომხდარს და უფრო მეტიც, იმ დღიდან მოყოლებული ცდილობენ, ნებისმიერი გზით დაიბრუნონ ხელისუფლება და ამისათვის არ ერიდებიან არავის და არაფერს.

 

ამას ცდილობენ დღესაც, ებრძვიან ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების უპირატეს ინტერესებს. იერიში მოაქვთ რწმენაზე და ძირს უთხრიან მთავარ ღირებულებებს, თუმცა, ქართველი ხალხის ნება მაინც გაიმარჯვებს და მას „სულს ვერავინ ამოხდის“. ამისათვის აუცილებელია, წარსული სწორად შევაფასოთ და არ დავივიწყოთ ის, რისი დავიწყებაც არ შეიძლება, რომ ის რაიმე ფორმით უკან არ შემოგვეპაროს“, - აცხადებს ხუნდაძე.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner