logo_geo
eng_logo
ზვიად ძიძიგური: „იმედში“ ვიყავი იმ პერიოდში, როდესაც სპეცრაზმი შემოიჭრა და მახსოვს მსხვრევა-მტვრევის ხმა...
- +

7 ნოემბერი. 2019. 15:18

 

„ეს არ იყო მხოლოდ შეჭრა, ეს იყო ტელეკომპანიის დარბევა“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევასა და ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის შესახებ საუბრისას განაცხადა.

 

„ჩემი თვალით ვნახე ჟურნალისტები, რომლებიც მიწაზე იწვნენ, რომლებსაც ხელები ჰქონდათ გადაგრეხილი, შეურაცხყოფას აყენებდნენ. „იმედში“ ვიყავი იმ პერიოდში, როდესაც სპეცრაზმი შემოიჭრა და მახსოვს მსხვრევა-მტვრევის ხმა, როდესაც ისინი ტექნიკას ანადგურებდნენ, არქივი გაანადგურეს და დიდი ნაწილი წაიღეს. დღეს გვეუბნებიან, რომ მედიამიმართულებით ან დემოკრატიის მიმართულებით უარესი მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე მაშინ იყო, უბრალოდ სასაცილოა ამაზე ლაპარაკი“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner