logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: მოსამართლეობის არაერთმა კანდიდატმა გამოავლინა თავისი კომპეტენცია
- +

9 ნოემბერი. 2019. 15:14

 

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის არაერთმა კანდიდატმა გამოავლინა თავისი კომპეტენცია და ვფიქრობ, ისინი პასუხობენ მოთხოვნებს, რომელიც უზენაესი სასამართლოს წევრობისთვის არსებობს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს.

 

„არაერთმა კანდიდატმა გამოავლინა თავისი კომპეტენცია და ვფიქრობ, ისინი პასუხობენ მოთხოვნებს, რომელიც უზენაესი სასამართლოს წევრობისთვის არსებობს. არიან კანდიდატები, რომლებსაც შესაძლოა, მხარი არ დაუჭიროს პარლამენტმა. საბოლოო შედეგებს ნახავთ მაშინ, როდესაც კენჭისყრა ჩატარდება. გარწმუნებთ, რომ კენჭისყრის შედეგებიც იქნება გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი. კენჭისყრა ჩატარდება თითოეულ კანდიდატზე ინდივიდუალურად და თითოეულ მოქალაქეს შეეძლება ნახოს, თუ რომელ კანდიდატს ვინ დაუჭირა მხარი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner