„ნინო ბურჯანაძისგან არ მიკვირს, მაგრამ მიკვირს გაერთიანებული ოპოზიციისგან, რომლებიც ერთად სხედან და თუნდაც საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით საუბრობენ“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით.
„შეიძლება ჩემი გადმოსახედიდან, ჩემი ღირებულებებიდან ეს მიუღებელი იყოს, იმიტომ რომ მე სხვა ხედვა მაქვს, სხვა პოლიტიკურ პლატფორმაზე ვდგავარ, მაგრამ მიკვირს იმ გაერთიანებული ოპოზიციის, რომლებიც ერთად სხედან და საუბრობენ სხვადასხვა, თუნდაც საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით“, - განაცხადა კალაძემ.