logo_geo
eng_logo
„რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლის საკითხზე გადაწყვეტილებას ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებენ“
- +

19 თებერვალი. 2020. 16:58

 

 „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ევროპის საბჭოს მინისტერიალთან დაკავშირებით, თუ ვინ მიიღებს ღონისძიებაში მონაწილეობას, გადაწყვეტილებას ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებენ.

 

ამ კომენტარით კალაძე საქართველოში ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, სერგეი ლავროვის ჩამოსვლის საკითხს გამოეხმაურა.

 

„სიახლე ჯერ არ არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როგორც ყოველთვის, გადაწყვეტილება იქნება მიღებული ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“, - ამბობს კახა კალაძე.

 

right_banner
არქივი
right_banner