logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი სააკაშვილის შტაბის გახსნაზე: საინტერესოა, ამ ბიბლიოთეკაში თუ მოიძებნება ინფორმაცია, რომ „ნაცმოძრაობას“ ჰყავდა 23 ათასამდე პატიმარი...
- +

2 მარტი. 2020. 17:35

 

 

„საინტერესოა, ამ ბიბლიოთეკაში თუ მოიძებნება ინფორმაცია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავდა 300 ათასზე მეტი პრობაციონერი, 23 ათასამდე პატიმარი“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში მიხეილ სააკაშვილის შტაბის გახსნას.

 

მისი თქმით, სიმბოლურია, რომ გუნდი, რომელიც ასოცირდებოდა სისტემურ დანაშაულთან, ბიბლიოთეკაში ხსნის შტაბს.

 

„სიმბოლურია, რომ გუნდი, რომელიც ასოცირდებოდა სისტემურ დანაშაულთან, ბიბლიოთეკაში ხსნის შტაბს. საინტერესოა, ამ ბიბლიოთეკაში თუ უდევთ წიგნები, თუ უდევთ ის დასკვნები და რეკომენდაციები, რომელიც თავის დროზე შეიმუშავეს სახალხო დამცველმა, პარლამენტმა, საერთაშორისო პარტნიორებმა იმის თაობაზე, რომ მათ ჰყავდათ 300 ათასზე მეტი პრობაციონერი, 23 ათასამდე პატიმარი და ა. შ. საინტერესოა, ასეთი ინფორმაცია თუ მოიძებნება ამ ბიბლიოთეკაში იმიტომ, რომ ეს ადამიანები ერთს ამბობენ და მეორეს - აკეთებენ. ასე იყო მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც მათი სტრატეგია აგებული იყო პროპაგანდაზე, რომ თითქოს დემოკრატიული ნაბიჯები იდგმებოდა, თუმცა, რეალურად ადამიანის უფლებები ფეხქვეშ ითელებოდა“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner