logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
- +

2 მარტი. 2020. 20:04

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, პეტრ მიკისკასთან შეხვედრა გამართა.

 

 

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებზე, ორმხრივ საპარლამენტო ურთიერთობებზე, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრეს.

 

 

შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე დიალოგზე. „ელჩის მხრიდან გამოთქმულია სურვილი, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით  ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის კონსენსუსი იქნას მიღწეული. დიპლომატი მიესალმება იმ პროგრესს, რომელიც უკვე მიღწეულია“, - განაცხადა  კახა კუჭავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

 

შეხვედრისას, მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის დაგეგმილი ვიზიტის დეტალებზე.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner