logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერით გავაგრძელებთ წინსვლას
- +

3 მარტი. 2020. 23:03

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა მეგობარი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერით ჩვენ გავაგრძელებთ წინსვლას, როგორც ერი - როგორც წარმატებული დემოკრატიის მქონე უსაფრთხო, სტაბილური და სანდო სახელმწიფო“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გამოცემა Morning Consult-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბრობს.

 

მისი თქმით, ჩვენი ერი ისწრაფვის დასავლეთისკენ, როგორც საკუთარი ცივილიზაციური არჩევნისკენ.

 

ამ საფრთხესთან საბრძოლველად, ჩვენ საქართველოში ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რათა შევიდეთ ნატოში და გავწევრიანდეთ ევროკავშირში, ასევე ვაწარმოოთ მოლაპარაკებები თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების თაობაზე ქვეყნებთან აზიიდან ამერიკამდე. ჩვენი ერი ისწრაფვის დასავლეთისკენ, როგორც საკუთარი ცივილიზაციური არჩევნისკენ. ქართველებს კარგად ესმით, რაოდენ აუცილებელია ბრძოლა დემოკრატიისთვის და ტერორიზმისა თუ ექსტრემიზმის წინააღმდეგ ყველგან, სადაც კი იგი იჩენს თავს. სწორედ ამიტომაა, რომ ჩვენი მებრძოლები ამერიკელების მხარდამხარ მსახურობენ ავღანეთში და მსოფლიოს სხვა ცხელ წერტილებში.

 

გასული წლის შემოდგომაზე განხორციელებული კიბერშეტევა ხაზს უსვამს იმ მუდმივ საფრთხეს, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ საქართველოში, თუმცა ამას არავითარი გავლენა არ აქვს ჩვენს გეგმებზე ნატოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან შემდგომ დაახლოებასთან დაკავშირებით. ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა მეგობარი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერით ჩვენ გავაგრძელებთ წინსვლას, როგორც ერი - როგორც წარმატებული დემოკრატიის მქონე უსაფრთხო, სტაბილური და სანდო სახელმწიფო“, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

 

 

right_banner
არქივი
right_banner