logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: მოდი ჭკუას ნუ გვასწავლის!
- +

23 მარტი. 2020. 22:20

 

 

„ბატონი გიორგი ვაშაძე ნიჭიერი ახალგაზრდა პოლიტიკოსია, მომწონს ხანდახან მისი გამოსვლები, რიტორიკა, მაგრამ, რაც მისი საქმე არ არის, მოდი, ჭკუას ნუ გვასწავლის“ - ასე გამოეხმაურა ამირან გამყრელიძე სწრაფი ტესტების გარშემო არსებული აზრთა სხვადასხვაობის შესახებ

 

 

„სწრაფი ტესტები ახლა ხდება მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომი. კორონავირუსზე ტესტი ამერიკაში ინიშნება ექიმის დანიშნულებით. პრეზიდენტი ტრამპი 48 საათი ელოდებოდა ტესტს და ჩვენ თუ 6 საათში არ ვიძახით პასუხს, ერთი ამბავია სოციალურ ქსელში ატეხილი. პაპზე მეტი კათოლიკეები ნუ ვიქნებით. ტესტები სამინისტროს შეკვეთილი აქვს. სამთვრობო დონეზე მიდის მოლაპარაკება ჩინეთთან და ამ კვირაში შემოვა,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ

 

right_banner
არქივი
right_banner