logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: თუ ეპიდვითარება უარესობისკენ შეიცვალა...
- +

25 მარტი. 2020. 22:09

 

 

შესაძლოა დაგვჭირდეს მასიური იზოლაცია ან მასიურ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლა,  თუ ეპიდ-ვითარება უარესობისკენ შეიცვალა და ასევე, ეს დამოკიდებულია საზოგადოებრივ პასუხისმგებლობაზე. ჩვენ ვმართავთ პროცესს და პანიკის საფუძველი არ გვაქვს, მაგრამ მოქალაქეობრივი პასიხისმგებლობაა ერთი ის, რომ შეასრულოს რეკომენდაციები და მეორე და ყველაზე მთავარი რეკომენდაციაა  - რომ დავშალოთ სოციალური სიმჭიდროვე, ანუ არ იყოს მჭიდრო კონტაქტები“, - აღნიშნულის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

 

მისი განმარტებით დედაქალაქი განიტვირთა, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ იმის გამო, რომ მოქალაქეების უდიდესი ნაწილი ოჯახებში არის დარჩენილი და გარეთ გამოსვლას ერიდება არამედ, იმიტომ, რომ უდიდესი ნაწილი რაიონებს დაუბრუნდა.

 

 

ამას აქვს თავისი კარგი მხარე, მაგრამ შეიმჩნევა, რომ ე.წ. სოფლის ბირჟებზე სიმჭიდროვე გაიზარდა. ასევე, რაიონებში, სადაც არის მრავალბინიანი კორპუსები, შეინიშნება მოქალაქეების სიჭარბე. ეს, არის ხიფათის შემცველი. რეკომენდაციებს თუ არ ვასრულებთ, ვეთამაშებით ცეცხლს. თუ ჩვენ სიფრთხილეს არ გამოვიჩენთ, შესაძლოა მარნეულისა და ბოლნისის ვითარება მივიღოთ სადმე და მაშინ, საჭირო გახდება მასობრივი ღონისძიების ჩატარება. ჩვენ ორი მიმართულება გვაქვს, ერთი - დავიცვათ მოქალაქეების ჯანმრთელობა და ასევე, ვეცადოთ, რომ ეკონომიკამ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიიღოს, რომ არ განვითარდეს შეუქცევადი პროცესები. მე მჯერა, რომ ბოლოს, ჩვენ ვირუსთან გამარჯვებულები დავრჩებით, მაგრამ შემდეგ მნიშვნელოვანი იქნება ეკონომიკური მაჩვენებელი, რათა ცხოვრების რეჟიმი ნაკლები ზიანით, მაგრამ სწორად გავაგრძლოთ. ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, მაგრამ მოქალაქის გასაკეთებელ საქმეს, რომ დაიცვან ჰიგიენის წესები და მოერიდონ ზედმეტ კონტაქტებს, ვერ გააკეთებს სხვა. ხსნა ამ ვითარებიდან და ზიანის შემცირების მთავარი რეკომენდაცია, საფუძველი და საშუალება, არის კონტაქტების შემცირება და სიმჭიდროვის გაშლა, ამიტომ მოქალაქეებს მხოლოდ ამაში ვთხოვთ დახმარებას“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.​

 

 

right_banner
არქივი
right_banner