logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: გიორგი ჭიღვარიას მერობის პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა და რასაკვირველია, ჩვენი საქმიანობის ინტენსივობა არ მოიკლებს ქუთაისში
- +

8 აპრილი. 2020. 20:29

 

 

„გიორგი ჭიღვარია  ჩვენი გუნდის წევრია. ბევრი რამე გაკეთდა მისი მერობის პერიოდში და რასაკვირველია, ჩვენი საქმიანობის ინტენსივობა არ მოიკლებს ქუთაისში“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას მიერ თანამდებობის დატოვებას.

 

 

მისივე თქმით, გიორგი ჭიღვარიას მიმართ პრეტენზია არ არსებობს, მაგრამ თუ ცვლილება ხდება, ეს უნდა მოხდეს უკეთესობისაკენ.

 

 

„არსებობს ადამიანური ფაქტორი  და უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბატონ ჭიღვარიას აქვს თავისი შეხედულებები, მისწრაფებები, გეგმები, მიზნები და  სადაც კომფორტულად იგრძნობს თავს, იქ გადაწყვიტა წასვლა. როგორც თვითონ აცხადებს, იგი აკადემიურ საქმიანობას მიუბრუნდება“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner