logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონპროექტზე: ნუ შევასაღებთ საზოგადოებას ზღაპრებს, რომ ამ კანონპროექტით დიქტატურა იბადება
- +

21 მაისი. 2020. 18:31

 

 

„ამ კანონპროექტის ასეთი კოლექტიურად მიუღებლობა და თითქოს უკვე იმ ფაზაზე გადასვლა, რომ ამ კანონებში დამატებით დიქტატურა იბადება  და დაჯერება ჩვენი საზოგადოებისთვის, ეს კარგს არაფერს მოიტანს ამ განსაცდელის დროს“, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობენ.

 

„რომ იყოს გამოცდილება ამ ვირუსთან დაკავშირებით, ან რომელიმე სახელმწიფოს ჰქონდეს ეს გამოცდილება, მაშინ მესმის, მაგრამ ასე არ არის და გზადაგზა ვსწავლობთ. ხომ კარგად ვიცით, რომ ამ ძალიან თანმიმდევრულმა, დროზე გამოცემულმა შეზღუდვებმა დღეს საკმაოდ კარგ მდგომარეობაში ჩაგვაყენა და ეს არის ხელისუფლების, მოქალაქეების და ექიმთა კორპუსის დამსახურება“, - განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.

 

დეპუტატის თქმით, მოსახლეობამ არ უნდა იფიქროს, რომ ვინმე საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის არის მოსული - მისი შეფასებით ეს სამართლიანი არ არის.

 

 

„თუ აქ არის კონსტიტუციასთან შეუსაბამობა და ალბათ, არის ლაფსუსები, მაგრამ ისიც ხშირად მინახავს, როდესაც ერთი კონსტიტუციონალისტი ერთს ამბობს, მეორე მეორეს და ორივე მართალია ხოლმე. საკონსტიტუციო სასამართლოც არსებობს,  იმიტომაა აქ ამდენი იურისტი, რომ შეაჯეროს და ისე მოახერხოს, რომ ეს არ იყოს შეუსაბამობაში. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ ამით მართლაც ფრანკო და დუჩე იბადება ახლა აქ, ამ ზღაპრებს ნუ შევასაღებთ საზოგადოებას. საათებზე შეიძლება იყოს დამოკიდებული ყველაფერი და ყოველ წამს პარლამენტის შეკრება, შეიძლება უკვე დაგვიანებული იყოს“, - განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.

 

right_banner
არქივი
right_banner