logo_geo
eng_logo
კახა კახიშვილი: საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვერასოდეს ვიტყვი ისეთ დაპირებას, რასაც არ შევასრულებ
- +

3 სექტემბერი. 2020. 11:24

 

 

„საარჩევნო კამპანიის დროს ვამბობ და ვეუბნები, რომ ვერ დავპირდები ისეთ გლობალურ რაღაცებს, რასაც ვერ გავაკეთებ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, მაჟორიტარის ერთი კონკრეტული დონე არ იძლევა იმის საშუალებას საბანკო პროცენტები და ვალები ჩამოიწეროს. 

 

„ამას ამომრჩეველს ვერასდროს ვეტყვი. როდესაც შემოთავაზება მივიღე, ამიტომაც იყო ჩემთვის რთული მაჟორიტარობის შემოთავაზების მიღება, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვერასდროს ვიტყვი ისეთ დაპირებას, რომელსაც არ შევასრულებ. საარჩევნო კამპანიის დროს ვამბობ და ვეუბნები, რომ ვერ დავპირდები ისეთ გლობალურ რაღაცებს, რასაც ვერ გავაკეთებ და „გაუკეთებადია“, მაგრამ რასაც ვიტყვი, რომ გავაკეთებ - აუცილებლად გავაკეთებ.

 

რა არის მაჟორიტარის ფუნქცია? მისი ფუნქციაა, იყოს ხიდი თვითმმართველობასა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის, გარდა ამისა, მაჟორიტარის ფუნქცია არის ის, რომ ის რეგულაციები, რომელიც ხელს უშლის, მაგრამ მოქმედებს კონკრეტულ დარგებში, ეს რეგულაციები შეიცვალოს იმისთვის, რომ პრობლემა მოგვარდეს“, - აღნიშნა კახიშვილმა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner