logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: სააკაშვილი მხდალი და მშიშარაა, არავის გვიკვირს, რომ მას ეშინია მართლმსაჯულების წინაშე წარდგომის
- +

3 სექტემბერი. 2020. 15:02

 

 

„სააკაშვილი მხდალი და მშიშარაა, არავის გვიკვირს, რომ მას ეშინია მართლმსაჯულების წინაშე წარდგომის“, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შესაძლო დაბრუნებაზე საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი თქვა სხვა ქვეყანაში თანამდებობის და ძალაუფლების წყურვილით.

 

„სააკაშვილი არის მხდალი და მშიშარა. ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, ჯერ კიდევ პრეზიდენტობის ვადა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ ჩაჯდა თვითმფრინავში და ქვეყანა დატოვა. მაშინ როდესაც კაცი, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტი იყო, საკუთარ მოქალაქეობაზე უარს იტყვის სხვა ქვეყანაში თანამდებობის და ძალაუფლების წყურვილით, ეს არის ჩემთვის ყველაფრის მანიშნებელი. ამიტომ, არავის გვიკვირს, რომ მას ეშინია მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა იმიტომ, რომ ამ მართლმსაჯულების უკან არის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, საერთაშორისო ექსპერტების შეფასებები იმ მოვლენების, რასაც სამწუხაროდ, მათი მმართველობის დროს ჰქონდა ადგილი“, – განაცხადა სესიაშვილმა.

 

ამასთან, ირაკლი სესიაშვილი ლოგიკურად მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი სწორედ მიხეილ სააკაშვილი იყოს.

 

„ლოგიკურია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი დააყენოს, რადგან ეს იქნება სრული ლუსტრაცია იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ასოცირებული პოლიტიკური ძალები გააგრძელებენ სწორედ იმ პოლიტიკას, რაც ემყარებოდა საზოგადოების, სახელმწიფოს, მოსახლეობის ტერორს, წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, ბიზნესის ტერორს და ასე შემდეგ, რაზეც სააკაშვილმა რვა წლის თავზე იძულებით ბოდიში მოიხადა, მაშინ როდესაც დანაშაულებებთან ჰქონდა საქმე და ამიტომ, მისი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წამოყენება ნიშნავს, რომ გვეუბნებიან, დიახ, სრულიად იგივე უნდა გავაგრძელოთო, ამიტომ ამას მოსახლეობა ბუნებრივია, მარტივად გაარჩევს და არჩევანს გააკეთებს“, – განაცხადა სესიაშვილმა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner