logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 84 ქვეყნის უპრეცედენტო მხარდაჭერით მიიღო მხარდამჭერი რეზოლუცია
- +

4 სექტემბერი. 2020. 11:05

 

 

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი გაერო-ს ასამბლეაზე მიღებულ მხარდამჭერ რეზოლუციას „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი წერს, მას 2008 წელს პირადად აქვს მიღებული ამ ხასიათის პირველი რეზოლუციის შექმნაში მონაწილეობა.

 

„გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 84 ქვეყნის უპრეცედენტო მხარდაჭერით მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ„. საქართველოსთან ერთად ამ ინიცირების ავტორი 54 ქვეყანაა. ამაყი ვარ, რომ 2008 წელს, პირადად მეც მაქვს მონაწილეობა მიღებული ამ ხასიათის პირველი რეზოლუციის შექმნაში.

 

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო იმ სახელმწიფოებს, რომელმაც მხარი დაუჭირეს რეზოლუციას და ამით აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილ ასობით ათას იძულებით გადაადგილებულ პირსა  და მთლიანად ჩვენ ქვეყანას საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს.

 

ჩვენ ყოველდღიურად, მშვიდობით და შრომით მივიწევთ წინ და დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალებით საბოლოო მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. წინ კიდევ ბევრი წარმატება გველის!“ - წერს ირაკლი ჩიქოვანი.

 

 

right_banner
არქივი
right_banner