logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: არჩევნებზე პროფესიონალური დაკვირვება დისტანციითაც შეიძლება
- +

4 სექტემბერი. 2020. 15:45

 

„პროფესიონალური დაკვირვება დისტანციითაც შეიძლება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია გაანალიზდეს და სრულად იქნას გაფილტრული, რათა ჩვენი ოპონენტებისათვის ჩვეული სიცრუე არ გაიპაროს რომელიმე მოხსენებაში“, - ასე გამოეხმაურა ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ორგანიზაცია 2020 წლის არჩევნებზე  საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოგზავნის.

 

გიორგი ვოლსკის განცხადებით, ოპოზიცია ყველანაირად შეეცდება საერთაშორისოს დამკვირვებლებს დეზინფორმაცია მიაწოდოს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია რომ მოხდეს ინფორმაციის გაანალიზება, რათა მოხსენებებში არ გაიპაროს სიცრუე.

 

„წინასაარჩევნო პერიოდში სხვა მიმართულება არ არსებობს. არსებობს მედია, წინასაარჩევნო კამპანია და  ხელისუფლების მოქმედებები. სხვა დასაკვირვებელი არც არაფერი არ არის. ფაქტია, რომ მედიის თავისუფლების რეიტინგში საქართველო არის მოწინავე ადგილებზე მსოფლიოში, ისევე როგორც სხვა მიმართულებებით, რაც რეალურად ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებს ჩვენს ოპონენტებს. ყველაფერს შეეცდებიან, რათა დეზინფორმაცია მიაწოდონ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს. პროფესიონალური დაკვირვება დისტანციითაც შეიძლება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია გაანალიზდეს და სრულად იქნას გაფილტრული, რათა ჩვენი ოპონენტებისათვის ჩვეული სიცრუე არ გაიპაროს რომელიმე მოხსენებაში“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner