logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: 2012 წელს ქვეყანა ისეთ დღეში დაგხვდა...
- +

19 სექტემბერი. 2020. 14:47

 

 

„არავის არაფერში არ უნდა შევეჯიბროთ, თავი უნდა დავხაროთ და 24-საათიანი ყოველღიური შრომით, ჩვენი დღევანდელობა უნდა გავხადოთ უკეთესი, ვიდრე იყო გუშინ და უნდა გვქონდეს ხვალინდელი დღის იმედი“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გივი ჭიჭინაძის წარდგენისას განაცხადა.

 

„ქვეყანა სამწუხაროდ, ისეთი მდგომარეობაშია, რომ ბევრი დაწყებული საჭირო საქმე გვაქვს ერთად დასასრულებელი. ელემენტარულ საკითხებზე ვსაუბრობ: გზა, წყალი, გაზი, სკოლა, ბაღი და ა.შ. ჩვენ 2012 წელს ქვეყანა ისეთ დღეში დაგხვდა, სადაც ადამიანის ჯანდაცვა საერთოდ იყო უგულებელყოფილი, ბავშების საუკეთესო ინტერესები იყო უგულებელყოფილი. როგორ შეიძლება 21-ე საუკუნეში, ვანში, 24 საათიანი წყალმომარაგება არ არსებობდეს? მარტივ, ელემენტარულ საკითებზე უნდა ვიმსჯელოთ. მაგალითად იმაზე, რომ ქვეყანაში შიდასოფლის გზები უნდა იყოს იდეალურ მდგომარეობაში. ვანში სერიოზული პრობლემაა როგორც წყალმომარაგება, ასევე სანიაღვრე არხები, მდინარეების კალაპოტების გაწმენდა და კიდევ ბევრი რამ“, – განაცხადა გახარიამ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner