logo_geo
eng_logo
კახა კახიშვილი: აგრესიულ და ბინძურ საარჩევნო კამპანიას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები
- +

19 სექტემბერი. 2020. 21:59

 

 

არ ვარ აგრესიული საარჩევნო კამპანიის მომხრე“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა კახიშვილა გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ ისაუბრა.

 

მისი თქმით, ნებისმიერი აგრესიის მიუხედავად, პოლიტიკური კამპანია მშვიდ და ადამიანურ გარემოში უნდა წარიმართოს:

 

თავიდან როცა წარმადგინეს, ვთხოვე ოპონენტებს, გაგვევლო ის თამაშის წესები, რომელიც გვექნება არჩევნების პერიოდში.  ამაზე რამდენიმე კანდიდატთან მქონდა საუბარი. გვქონდა პრობლემა, რომელიც უცებ გადავწყვიტეთ.  ვიმეორებ, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ აგრესიული და ბინძური საარჩევნო კამპანიის. საერთოდ რა არის პოლიტიკა ? პოლიტიკა და პარლამენტი არის საკანონმდებლო სივრცე, სადაც მომავალი შენდება. მიმაჩნია, რომ მიუხედავად ნებისმიერი აგრესიისა, უნდა ვაწარმოოთ მშვიდი, ადამიანური  პოლიტიკური კამპანია.   არის რაღაცები, რაც შეიძლება ძალიან მძიმე იყოს. მახსოვს როცა უბნებზე ავტომატიანი ადამიანების მეშვეობით ხდებოდა საარჩევნო ყუთის დაცვა ან იყო რაღაც ტიპის მანიპულირებები არჩევნებზე.  ვგულისხმობს 1993 წელს და ასე შემდეგ.  ევოლუცია მიდის, ეს ვითარება იცვლება. ნელ-ნელა ჩვენ ვვითარდებით და ვხვეწავთ ჩვენს საარჩევნო თამაშის წესებს.  არ არის გამორიცხული, რომ ეს არჩევნები ძალიან მძიმე იყოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი არჩევნები კიდევ უკეთესი იქნება“, - განაცხადა კახიშვილმა და დასძინა, რომ გამორიცხულია სიძულვილის ენით, ერთმანეთის შეურაცხყოფით აშენდეს  ქვეყანა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner