logo_geo
eng_logo
გოგი მეშველიანი თეთრიწყაროს მოსახლეობას შეხვდა
- +

20 სექტემბერი. 2020. 00:50

 

 

„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი მეშველიანი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

 

დეპუტატობის კანდიდატი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების - ორბეთის, დიდგორის, თონეთის, ქვედა და ზედა მანგლისის მცხოვრებლებს შეხვდა და სამომავლო გეგმები გააცნო.

 

გოგი მეშველიანის თქმით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება, მათ შორის მიმდინარეობს მანგლისის გაზიფიცირება, რომლის ფარგლებშიც მოხდება მიმდებარე სოფლების ბუნებრივი აირით უზრუნველყოფაც. უახლოეს პერიოდში კი დაიწყება დაბა მანგლისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა, რომლის ღირებულება 12 მილიონ ლარს შეადგენს.

 

მიუხედავად მნიშვნელოვანი სამუშაოებისა, რიგ სოფლებში გამოწვევად რჩება სასმელი წყლით უზრუნველყოფა და შიდა სასოფლო  გზები. ჩვენ, ერთობლივად, აქტიურად ვიმუშავებთ მოქალაქეების მიერ წამოჭრილი საკითხების გადაჭრაზე“, - განაცხადა გოგი მეშველიანმა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner