logo_geo
eng_logo
შალვა კერესელიძე ყაზბეგში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
- +

20 სექტემბერი. 2020. 11:10

 

 

„ქართული ოცნების“ მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სნოს ხეობის სოფლების და ყაზბეგში გერგეტის უბნის მცხოვრებლებს შეხვდა. შალვა კერესელიძემ მოსახლეობისგან არსებული საჭიროებები პირადად მოისმინა და გადაჭრის გზებზე ადგილობრივებთან ერთად იმსჯელა. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით ხელისუფლებამ რიგი პრობლემები სოფლებში მოაგვარა, თუმცა გამოწვევები მაინც რჩება, რის აღმოფხვრასაც მმართველი გუნდი მომდევნო წლებში გეგმავს.

 

„სნოს ხეობის სოფლების ჯუთას, სნოს, ახალციხეს, კარკუჩას, აჩხოტის  და ყაზბეგში გერგეტის უბნის მაცხოვრებლებს შევხვდი. არსებული საჭიროებები პირადად მოვისმინე და გადაჭრის გზებზე ადგილობრივებთან ერთად ვიმსჯელე. ხელისუფლებამ რიგი პრობლემები სოფლებში მოაგვარა, თუმცა გამოწვევები მაინც რჩება, რის აღმოფხვრასაც  მომდევნო წლებში ვგეგმავთ,“-განაცხადა შალვა კერესელიძემ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner