logo_geo
eng_logo
ირაკლი ხახუბია: ფოთელებმა იციან, რომ ჩემთვის ყველაზე დიდი მიღწევა ხალხის სიყვარული და ნდობაა
- +

20 სექტემბერი. 2020. 15:45

 

 

ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია ფოთის მუნიციპალიტეტში მზარელუას, ილიას ,შევჩენკოს, 8 მარტის და გურიის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა, მაჟორიტარობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებზე ესაუბრა და სამომავლო გეგმები გააცნო.

კანდიდატის განცხადებით, მიუხედავად იმისა ბოლო წლების განმავლობაში, ამ უბნებში , ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და ბევრი პრობლემაც გადაიჭრა, მაინც რჩება გამოწვევები, რომელთა მოგვარება მმართველი გუნდის უპირველესი ამოცანაა. ფოთის მუნიციპალიტეტში, ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში 8 მარტის ქუჩაზე ევროსტანდარტების შესაბამისი სარაგბო ბაზა მოეწყო, გაიწმინდა მდინარე კაპარჭა. დასრულების ეტაპზეა სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობა, რომელიც სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს საშუალებას მისცემს კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ და სპორტის მრავალ სახეობაში გამართონ ტურნირები როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ილიას ქუჩაზე ცენტრალურ საფეხბურთო სტადიონს ვაშენებთ, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება. ფოთელებმა უკვე იციან, რომ ჩემთვის ყველაზე დიდი მიღწევა ხალხის სიყვარული და ნდობაა. ამიტომ, ცრუ დაპირებებს ჩემგან ვერ მოისმენენ. ვამბობ და ვპირდები იმას, რასაც აუცილებლად გავაკეთებ“-აღნიშნა ირაკლი ხახუბიამ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner