logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია : ქვეყანა ისეთ მდგომარეობაში მივიღეთ, 8 წელი არ იყო საკმარისი, ფორმაში მოგვეყვანა
- +

20 სექტემბერი. 2020. 19:27

 

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, რა მდგომარეობაშიც მმართველმა გუნდმა ქვეყანა მიიღო, მათ შორის, გზების, წყალმომარაგების, გაზიფიცირებისა თუ ხიდების თვალსაზრისით, ისეთი "სავალალო" იყო 8 წელი არ გამოდგა საკმარისი, რომ ეს სისტემური ინფრასტრუქტურა "ნორმალურ ფორმაში" მოეყვანათ.

 

"მომავალი 4 წლის განმავლობაში, სახელმწიფო გეგმავს, სისტემურ ინფრასტრუქტურაში დახარჯოს 20 მილიარდი ლარი, მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ ესეც არ იქნება სამყოფი", — განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

გახარიამ, თერჯოლაში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას, ასევე, აღნიშნა, რომ ადამიანები რეგიონიდან სამუშაოდ არ უნდა მიდიოდნენ არა თუ თბილისში, არამედ ქვეყნის გარეთაც. მისი თქმით, მთავრობამ ეს "მინიმალური პირობები" აუცილებლად უნდა შეუქმნას მოქალაქეებს.

right_banner
არქივი
right_banner