logo_geo
eng_logo
ბეჟან წაქაძე: მთელი ცხოვრება შრომაში გავატარე და მწამს, რომ არც ეს ბარიერი იქნება ჩემთვის რთულად გადასალახი
- +

20 სექტემბერი. 2020. 21:59

 

 

 „მთელი ჩემი ცხოვრება ბრძოლაში და შრომაში გავატარე და მწამს, რომ არც ეს ბარიერი იქნება ჩემთვის რთულად გადასალახი”,- ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბეჟან წაქაძემ, ზესტაფონში წარდგენაზე განაცხადა.

 

როგორც კანდიდატმა აღნიშნა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ,,ქართული ოცნების“ პორველი საზრუნავი იყო ადამიანი და ამის დასტურად ჯანდაცვის რეფორმა დაასახელა, რომელმაც მისი თქმით, უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

 

 ბეჟან წაქაძემ ქვეყნისთვის განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ კუთხით ყურადღება ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ ,,ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე“ გაამახვილა, სადაც საქართველოს ყველა მოქალაქე, მათ შორის ზესტაფონის, ბაღდათის, ტყიბულისა და თერჯოლის მცხოვრებლები ევროპული განათლების მიღებას შესძლებენ.

 

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე კარგად იცის რა მნიშვნელობა აქვს განათლების სისტემას საქართველოსთვის. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზესტაფონზე, როგორც ინდუსტრიულ ქალაქზე ისაუბრა, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

 

,,რვა წლის განმავლობაში ,,ქართულმა ოცნებამ” საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ზესტაფონში უამრავი პროექტი განახორციელა და ნელ-ნელა ლამაზდება ჩვენი რაიონი. ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, თუმცა გამოწვევები ჯერ კიდევ არის და მათ გადალახვაში ჩემს ზესტაფონს დავეხმარები. სამრეწველო ინდუსტრიის ქალაქია ზესტაფონი - ეს არის საქკაბელი, ფეროშენადნობთა ქარხანა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. მე ვფიქრობ, დიდი შრომა დაგვჭირდება იმისათვის, რომ ძველ მოცულობებს დაუბრუნდეს ეს ორი ქარხანა და გაცილებით დიდი შემოსავალი მიიღოს ზესტაფონმა”,- განაცხადა ბეჟან წაქაძემ. კანდიდატის თქმით, იგი ძალ - ღონეს არ დაიშურებს იმისათვის, რომ ზესტაფონში განვითარდეს მცირე ბიზნესი, რაშიც მან აღნიშნა, დიდი გამოცდილება აქვს. ,,გამოცდილებას, ძალას და ღონეს არ დავიშურებ იმისათვის, რომ ჩემს რაიონში განვითარდეს ეკონომიკა და განვითარდეს მცირე ბიზნესი. ამის შესახებ ჩვენ ყოველდღიურ შეხვედრებზე ვსაუბრობთ და ყველაზე კარგად რაც შემიძლია, სწორედ ეს თემაა. გპირდებით, რომ ძალ-ღონეს არ დავიშურებ იმისათვის, რომ ყველა წამოწყებას, ამა თუ იმ სფეროში, ჩემი გამოცდილებით ბიზნესის დაწყების სფეროში, აუცილებლად დავეხმარები. ვამაყობ იმით, რომ ვარ ზესტაფონელი. ვამაყობ იმით, რომ მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში არ ყოფილა არცერთი გამოწვევა ჩემს რაიონში, რომ მის გადალახვაში ჩემი მოკრძალებული წვლილი არ შემეტანა”,- განაცხადა ბეჟან წაქაძემ. 

 

 

right_banner
არქივი
right_banner