logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: დღეს უალტერნატივოა „ქართული ოცნების“ გამარჯვება - არაერთი კვლევა აჩვენებს ამას
- +

21 სექტემბერი. 2020. 16:11

 

 

 

„დღეს ქართულ პოლიტიკაში რეალობა არის ასეთი - პოლიტიკური სპექტრი არის გაღარიბებული და დღეს უალტერნატივოა „ქართული ოცნების“ გამარჯვება“, - განაცხადა  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.

 

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გამარჯვებას რომ ალტერნატივა არ გააჩნია, ამას არაერთი კვლევა აჩვენებს.

 

„ყველა კვლევა საინტერესოა, მაგრამ ყველაზე საინტერესო არის საბოლოო შედეგი, რომელიც არაერთხელ დამდგარა 2012 წლის შემდეგ. მიუხედავად, ზოგჯერ გაყალბებული, ზოგჯერ ასე ვთქვათ, სიზუსტეს აცდენილი წინასწარი შედეგისა, საბოლოო შედეგით ყველა არჩევნებში გამარჯვებულია „ქართული ოცნება“ და ეს ტრადიცია ახლაც არ დაირღვევა - „ქართულ ოცნებას“ ექნება 60%-თან მიახლოებული შედეგი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner